რა ტიპის ვიზების გაცემა შეაჩერა აშშ-მ
Tbilisi Daily
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახადაც წლის ბოლომდე აშშ-ში რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კერძოდ, საუბარია H1-B, L-1, H-2B და ასევე J კატეგორიის ვიზებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც მაღალკვალიფიციური სპეიალისტებისთვის, ასევე სეზონურად დასაქმებულებისთვის და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის.
მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე ქვეყანაში უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდაა.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ შეზღუდვით ამერიკელებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შენარჩუნდება.