19 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში

Tbilisi Daily

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 261 406-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, 12 363 249 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 717 717 კი - დაიღუპა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში. #ახალიამბები