როდისაა მარნეულში მწვანე ბაზრის გახსნის თარიღი?
Marneuli Daily
მარნეულში ეგრედწოდებული „მწვანე ბაზარის“ გახსნის თარიღი უცნობია. დახურული ტიპის ბაზრობა კვირებია, რაც მოეწყო, თუმცა დახლები უფუნქციოდ დგას. ბაზრის დირექტორი, ელგუჯა ხარშილაძე განმარტავს, რომ მათ სივრცეში, მოვაჭრეების გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ, ვაჭრობა ჯერჯერობით ღია სივრცეში გაგრძელდება.
„რეკომენდაციები კი გვაქვს, მაგრამ ალბათ გარეთ დავტოვებთ ამ ხალხს ჯერჯერობით. საერთოდ, გარეთ ვინც არის და საცალოდ ვაჭრობს, ისინი უნდა შემოსულიყვნენ შიგნით, მაგრამ ვერ შემოგვყავს. ვენტილაცია გვაქვს, მაგრამ ვერ ვრთავთ, ვერც კონდიციონერს ჩავრთავთ იმიტომ, რომ აკრძალულია კორონავირუსიდან გამომდინარე. ამის გარეშე კი შიგნით ვერ გაჩერდებიან დახუთული სივრცეა. მით უმეტეს, ბევრი ადმიანი რომ შეიკრიბება, უფრო დაიხუთება .მოვაჭრეები, რომლებიც ახლა გარეთ ვაჭრობენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს მკაცრად იცავენ და ამას არაერთი უწყება აკონტროლებს.-აცხადებს ელგუჯა ხარშილაძე
ერთადერთი სივრცე, რომელიც ახლა დახურულ ბაზრის ცალკე განყოფილებაში ფუნქციონირებს, რძის პროდუქტებია, სადაც სულ რამდენიმე დახლია განთავსებული. მოვაჭრეები ჩივიან, რომ მყიდველი არ ჰყავთ.
„ვაჭრობა კარგად არ მიდის. 20 მარტიდან სახლში ვზივართ. 15 დღეა, რაც გამოვედით ბაზარში. 3-5 კილო ყველს ვყიდულობთ და მაგასაც ძლივს გავყიდით ხოლმე“ - ამბობს ერთ ერთი მოვაჭრე
" დახურულ ბაზარში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები უკვე გასცეს. მათი დარღვევის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციები გატარდება. ამ რეკომენდაციების მკაცრი დაცვა კი დახურულ ბაზარში როგორც ჩანს , ჯერჯერობით მხოლოდ ყველით მოვაჭრეებს მოუწევთ.
ეს ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო უწესებს ბიზნესოპერატორებს და აგრალურ ბაზრებს და აწარმოებს მონიტორინგს. ეს არის დეზობარიერების არსებობა, შესასვლელის და გამოსასვლელის მოწყობა, ნაკადის დაცვა, რეცხვა/დეზინფექციის სიხშირე, თერმოსკრინინგი .- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მარნეულის რეგიონალური სამმართველოს უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი
წყარო : რადიო მარნეული
#მწვანებაზარი
#მარნეული
#MarneuliDaily
#Covid19
#ახალიამბები
#news