რთული ვითარება ნაკიფუში - მოსახლეობა წვიმის წყლით ცხოვრობს.

Zugdidi Daily

წალენჯიხის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობას 27 წელია წყლის პრობლემა აქვს. ყველა ის საშუალება, რითიც ოჯახი წყლის მარაგს იკეთებდა დამშრალია. დამშრალია ჭები, ღელეები თუ წყაროები. წყლის მოპოვების ერთადერთ საშუალებად 12 კილომეტრიანი გზა ითვლება, რომელსაც მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მივყავართ. რთულია ყოველდღე 12 კილომეტრიანი გზის გავლა და ამის გამო, მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც მანქანა არ ჰყავს ვიმის დროს, სახურავებიდან ჩამოსულ წყალს აგროვებს და იყენებს როგორც სასმელად, ისე საჭმლის მოსამზადებლად და დასაბანად. ნაკიფუს ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად აკითხავს სოფელს, კომენტარს აკეთებს ამასთან დაკავშირებით: "დიდი კასრები, ტონიანი, ორტონიანი უდგათ. წალენჯიხის ცენტრიდან რომ მოგვაქვს, ის შედარებით სასმელად ვარგისია. მაგრამ პლიუს ბენზინის ხარჯია. ასევე, ცუდი გზებია და მანქანებიც ფუჭდება. მაგრამ გზას ვინ ჩივის. აქ შემოსავლის ერთადერთი წყარო თხილია. თხილს უნდა შეწმავლა. თითო შეწამვლაზე 400 ლიტრი წყალი სჭირდება ოჯახს. მაშინ იწყება ტრაგედია, თუ საიდან მოიტანონ." მოსახლეობა დიდიხანია მიმართავს სახელმწიფოს და არა მარტო მას, არამედ უამრავ ორგანიაზაციას, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება არ ხდება. #ნაკიფუ #სამეგრელოზემოსვანეთი #რთულივითარება #მუნიციპალიტეტი #წალენჯიხა #zugdididaily