მთავარია, საზოგადოებამ იფიქროს, რომ კარგი გოგოა - იუსუბ ნასიბოვის ბლოგი
Marneuli Daily
ყველა ბლოგპოსტის წერისას, ჩემი საყვარელი წიგნიდან ციტატით ვიწყებდი. ახლა კი მინდა, ჩემი საყვარელი რეპერის სიტყვებით დავიწყო. მე აღფრთოვანებული ვარ ისეთი ადამიანებით, ვინც სიტყვებსა და იდეებს მუსიკით, ხელოვნებით გადმოგვცემს. რითმებით მორთულ სიტყვებში ჩვენი რეალობაა დამალული…
სინამდვილეში, "ოცნებები მშობლების მიერ განსაზღვრება". რა, ასე არ არის? თქვენ არ გჯერათ? თქვენ გგონიათ, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც? მაშინ სტატისტიკით და გამონაკლისებით კი არ დავიწყოთ, არამედ ყველაფერი დატანჯული ადამიანების თვალით დავინახოთ. უბედურად გატარებული ყველა ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი? ყველა ჩაფერფლილი ყვავილი ჩვენი არ არის? ერთი გოგო მაინც რომ იყოს ამ დღეში, არ ღირს ბრძოლისთვის? დიახ, მსგავსი რამ ჯერ კიდევ არსებობს. ჯერ კიდევ სადღაც ვიღაცები დაბადებიდანვე "დამნაშავის" ფსიქოლოგიით იზრდებიან, თითქოს ქალი მხოლოდ შეცდომებისკენ მიდრეკილი არსებაა, ყველა მისი გადაწყვეტილება კი - შეცდომა.
როდესაც ვინმე ბიჭი აწუხებს, ავიწროებს, თავადაა დამნაშავე და როცა ჩაის ცოტა გვიან ადუღებს, სახლის დომინანტების მხრიდან ილანძღება. თუ გრძელვადიან და ხარჯიან განათლებას მოკიდებს ხელს, ცხოვრებაში მის ჩამორჩენას დააპროგნოზებენ.
რომელ ცხოვრებაში? ვინ დაადგინა ის სტანდარტი, რომ ვიღაც აგვიანებს? ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც ჩვენი ნათესავია, მათი ოცნებების მიხედვით ვიცხოვროთ?
დიახ, ჯერ კიდევ არსებობს, რადგან განვითარებულ ადგილებშიც კი, ჩვენ გვიმუშავია ისეთ ბებია-ბაბუასთან, ვინც შვილიშვილს კეტავს, რომ განათლება არ მიიღოს. რამდენჯერ გავბრაზებულვართ და ხელი შეგვიშილია ისეთი გოგოების სხვის ქორწილში წასვლისთვის, რომლებსაც დაოჯახების პოტენციალი აქვთ - დიდია ალბათობა, რომ ვიღაცას მოეწონება და მეორე დღეს ხელის სათხოვნელად მშობლებს გამოგზავნის.
აქ საქმე არც ეთნიკურ უმცირესობებში, არც უმრავლესობაში, არც ენაში, არც სქესშია. აქ ამბავი ადამიანობაა, უფლებაა. ბავშვების აღზრდის პროცესია. ამ პროცესებში გოგოებში პოტენციური ნიჭის ჩახრჩობაა და თავდაჯერებული ბიჭებია, რომლებიც ამბობენ, მე რასაც ვიტყვი, ისე იქნება, რადგან კაცი ვარო. მათ გაზრდილებს "პირი აქვთ, მაგრამ ენა - არა". ჩვენ ჩვენი მოთხოვნების შესაბამის ოცნებებს ვაყალიბებთ.
გოგონები უარს ვერ ამბობენ. ისედაც თავდაჯერებულნი არ არიან, პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. გოგო გაზრდილია მარტო იმისთვის, რომ ქმარს მოემსახუროს, ჩვენ ვგმობთ ისეთ გოგოს, რომელიც მსოფლიო დონის ცნობილი მეცნიერი არ გამოვიდა, მას "დებილს" ვეძახით. მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ გვაქვს, მაინც ვაკეთებთ. მე მჯერა, რომ ეს ჭირი ყველასია. ჩვენ ყველა უნდა ვგრძნობდეთ ამ ტკივილს, რადგან თითეული ჩვენგანი დამნაშავეა. ვერც თვალის დახუჭვა, ვერც გაქცევა პრობლემას ვერ უშველის. თუ საზოგადოება ამ ჭირს ვერ უმკურნალებს, ის სრულყოფილი ვერ იქნება, სწორად ვერ განვითარდება. უსამართლობის ღრუბლებით დაბურული ცა ყოველთვის შავი იქნება.
წყარო : ფანჯარა
#ტრადიცია
#ქალისუფლებები
#უმცირესობა
#marneulidaily
#ახალიამბები