Radio Liberty:პუტინმა შეიარაღებულ ძალებში ელექტრონული მოწყობილობებისა და სმარტფონების შეტანა აკრძალა

Headline

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ისეთი სმარტფონების, პლანშეტების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ფლობა აუკრძალა, რომელსაც ხმის ჩაწერის ან ინფორმაციის შენახვის უნარი აქვს. 6 მაისს ხელმოწერილი ბრძანებულების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები თან არ იქონიებენ ისეთ მოწყობილობებს რომელსაც გეოლოკაციის დადგენის, ასევე აუდიო, თუ ვიზუალური გადაღების უნარი აქვს. ბოლო წლებში, რუსი სამხედროების მიერ, სმარტფონების საშუალებით, ინტერნეტში განთავსებულმა ფოტოებმა და ვიდეომასალებმა, მათი გადაადგილების, კონკრეტული მიზნის თუ აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციის გამოვლენას შეუწყო ხელი. ზემოხსენებული მასალების გამოყენებით დადგინდა უკრაინის აღმოსავლეთში, ადგილობრივ სეპარატისტებსა და რუს ჯარისკაცებს შორის არსებული ურთიერთკავშირები და მათ მიერ გაწეული მხარდაჭერა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Putin Bans Armed Forces Members From Carrying Electronic Devices, Gadgets (08.05.2020), www.rferl.org #gadgets #smartphones #ban #Russia #army #headline