"ჯარში მსახურება არაპოპულარული გახდა. ბევრი ახალგაზრდა რუსეთის უნივერსიტეტში შედის.."
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო კომისარის, ბესლან ტარბას თქმით, შარშანდელთან შედარებით, სამხედრო სამსახურში მსახურების სურვილის ნაკლებობა შეინიშნება.
"ძალიან მცირე რიცხვია. გასულ წელს ეს არ იყო საკმარისი. ახალგაზრდები არ გამოხატავენ ჯარში მსახურობის დიდ სურვილს." - განაცხადა ტარბამ. მისივე თქმით, ახალგაზრდების უმეტესობას სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება ურჩევნიათ.
"ჯარში მსახურება დიდი ხანია არაპოპულარული გახდა. ბევრი ახალგაზრდა რუსეთის უნივერსიტეტში შედის. ჯერ ბაკალავრი, შემდეგ მაგისტრატურა, შემდეგ კი - ასპირანტურა. ამ ეტაპების შემდეგ ახალგაზრდებს ჯარში ვერ გაიწვევ, რადგან კანონით ჯარში მსახურება 27 წლამდეა შესაძლებელი." - დასძინა მან.
სამხედრო კომისარმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ჯარში მსახურების გვერდის ავლის მიზნით ეპიდემიოლოგიურ ვითარებასაც ასახელებენ. ტარბას განცხადებით, 2020 წლის შემოდგომის გაწვევის კამპანია ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, აფხაზეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო გაწვევა 22 დეკემბრამდე გადაიდო.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას "რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ", რაც 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაწვეულთა სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა