ხმაური ფოთის ბაზრობაზე

Tbilisi Daily

ხმაური იყო ფოთის ბაზრობაზე. მიზეზი ზედამხედველობის სამსახურის მიერ ცენტრალური გზის გათავისუფლების მიზნით, დახლების აღება გახდა. მოვაჭრეების განცხადებით, მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ღამის საათებში, მოვაჭრეებთან შეუთანხმებლად დაარბიეს და აიღეს მათ მაღაზიებთან განთავსებული სავაჭრო დახლები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ფოთის მერიამ. ,, ფოთის მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული"- ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.