Პატრიარქი პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

Tbilisi Daily

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ვინ დაესწრება სხდომას პატრიარქის ნაცვლად.