თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, ნაპოვნია ერთი ცხედარი

Tbilisi Daily

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ნაპოვნია ერთი ცხედარი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. „ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია“, - განაცხადეს უწყებაში. ხანძარი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გაიგეს აფეთქების ხმაც.