ქართული ოცნების ინიციატივები
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, ქართული ოცნების ამ ინიციატივაზე საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი ადრე თავადაც ითხოვდნენ ამ ინციატივას, თუმცა საარჩევნო კოდექსში მმართველმა გუნდმა მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დეპუტატების ნაწილი იმასაც შიშობს სახელისუფლებო პარტიამ ცვლილებები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ არ გამოიყენოს.