მადამ ტიუსოს მუიზეუმში ტრამპის ცვილის ფიგურას გოლფის ფორმა ჩააცვეს
Tbilisi Daily
ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმში ტრამპის ცვილის ფიგურა გოლფის ფორმით შემოსეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმი Twitter გვერდზე ავრცელებს.
მუზეუმის თანამშრომლები ამ ჟესტს გოლფისადმი ტრამპის სიყვარულით ხსნიან და აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მას სპორტის საყვარელი სახეობისთვის უფრო მეტი დროის დათმობის შესაძლებლობა მიეცემა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, არჩევნებში დამარცხების შესახებ, თეთრი სახლის ლიდერმა, სწორედ ვირჯინიაში გოლფის თამაშისას შეიტყო.