"ბათუმი იყო მწვანე ზონა, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია.."
Batumi Daily
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქალაქები სადაც შეზღუდვები დაწესდა ხუთბალიანი სისტემით შეფასდა. იყო ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე მაღალი არ ფიქსირდებოდა, თუმცა, მინისტრის - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბათუმის გამოცდილება გაიზიარეს და შეზღუდვები დააწესეს.
''ჩვენ გვქონდა ხუთბალიანი შეფასების სისტემა. ამ სქემაში მოყვა აჭარა, რაც მოსალოდნელი იყო. უბრალოდ აჭარის მაგალითზე ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს საუკეთესო საწოლფონდის გადანაწილება და აქედან გამომდინარე ინფექციის გამტარობა დღემდე კარგად ხორციელდება. შემდეგი იყო თბილისი, გურია და იმერეთი, ხოლო დანარჩენი სამ ქალაქში შეზღუდვები დაწესდა იმ პრინციპიდან გამომდინარე რა გამოცდილებაც ზაფხულში მივიღეთ ბათუმის მაგალითზე, როდესაც ბათუმი იყო მწვანე ზონა, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია." - განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იგივე გამოცდილება აქვს ევროპასაც, მისი თქმით, ზამთრის კურორტებზე იტალიაში მოხდა ინფექციის გავრცელება და "ამას ემყარება საბჭოს გადაწყვეტილებაც''.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში