წითელი ლენტები -ბედნიერების სიმბოლი

Marneuli Daily

საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსები და გააჩნიათ საინტერესო ტრადიციები. დღეს გაგაცნობთ აზერბაიჯანელების წითელი ლენტების ტრადიციას. აზერბაიჯანელები ცხოვრობენ ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში. მარნეულის მუნიციპალიტეტი მჭიდროდ არის დასახლებული აზერბაიჯანელებით. მარნეულში და მის სოფლებში რომ ჩამოხვალთ ,აუცილებლად ნახავთ ჭიშგარზე გამობმულ წითელ ლენტებს . ალბათ კითხვაც გაგიგიჩდება , რას ნიშნავს ეს წითელი ლენტები? წითელი ლენტები აზერბაიჯანელთა თემში სიყვარულის და ბედნიერების გამოხატულებაა , მას ადგილობრივები სიხარულის და ბედნიერების ნიშნად ამაგრებენ ჭიშკრებთან. ამ თემში ტრადიციად მიღებულია, რომ თუ ოჯახში ქორწილი ან ნიშნობა აღინიშნება, მაშინ ჭიშკარს აბამენ წითელ ლენტებს. აქედან გამომდინარე, ეს ფერადი ლენტები ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება . "როცა ჩვენი შვილები იზრდებიან და ქორწინდებიან, ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. ყველას გვიხარია, როცა ვხედავთ ჩვენი შვილების ქორწილს. ზუსტად ამ ბედნიერი დღის აღსანიშნად ვაბამთ წითელ ლენტებს" -ამბობს სოფელი თაქალოს მკვიდრი ზარიფა ალიევა. თუ შეამჩნევთ ჭიშკართან წითელ ლენტას, ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა ან სხვა რამ აღინიშნებოდა. #დღესასწაული #წითელილენტა #ქორწილი #ნიშნობა #marneulidaily