ვარშალომიძე VS მელია - პროცენტული გადანაწილება

Batumi Daily

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. მას წინააღმდეგობას ლევან ვარშალომიძე უწევდა. მელიას გამარჯვების შემდეგ, პირველი პოსტი სოციალურ ქსელში ნიკა მელიამ გამოაქვეყნა. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ "ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ." ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. პარტიის ახალი თავმჯდომარე მადლობას უხდის ყველას ვინც მხარი დაუჭირა ან არ დაუჭირა. ნიკა მელიას გამარჯვება ლევან ვარშალომიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა: "ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო! ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება." ნიკა მელიამ ხმების 64.9%, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1% მიიღო. ნიკა მელიას უკვე ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეს კვირას, ნაციონალური მოძრაობს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. შეგახსენებთ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს პარტია დატოვა. ენმ-ს პოლიტსაბჭომ 2 კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია წარადგინა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში