საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში დღეს, 7 სექტემბერს,კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი - განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 315-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 299 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.