კოვიდვითარება საქართველოში

Tbilisi Daily

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 740-ით გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 496 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა, აქედან 14 802 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 747 PCR-ით. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,6%-ია, ბოლო 14 დღის - 2,9%, ბოლო 7 დღის - 2,4%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 266 462-ს შეადგენს. აქედან 259 228 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 377 გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები