ლევან კობერიძე „ლელოს“ წევრი გახდა
Tbilisi Daily
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლევან კობერიძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იქნება.
„ლევან კობერიძე იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მინდა ვუსურვო წარმატებები და იმ იდეების განხორციელება ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ასე გვაღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ერთად გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს სამართლიანი და წარმატებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საქმე წინ და სწორედ ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორიც არის ლევანი და გუნდის სხვა წევრები, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ”,- გნააცხადა ხაზარაძემ.