ბოლნისში 95 გამოკვლეულ პირს Covid-19  არ დაუდასტურდა​

Marneuli Daily

ბოლნისში 95 პირის ანალიზებზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. გამოკვლეული 95 პირის უმეტესობა არის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ Covid-19-ით დაინფიცირებულთა კონტაქტები .მათ შორის არიან მედიკოსებიც და ბოლნისის ცხელების ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტი. ბოლნისის ცენტრალური კლინიკა აცხადებს , რომ მიმდინარეობს კლინიკის პერსონალთა გამოკვლევა სწრაფი ტესტებით. მათი თქმით, ამ დროისთვის არც ერთ თანამშრომელს კორონოვირუსი არ დაუდასტურდა. ბოლნისში ამ დროისთვის 54 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა. კარანტინში იმყოფება 86, ხოლო თვითიზოლაციაში 390-ზე მეტი პირი #ბოლნისი #კარანტინი #კორონავირუსი #ტესტი #MarneuliDaily