Ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა

Tbilisi Daily

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი იმყოფება ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს დაუდასტურდა. კიდევ ხუთი ბინადარი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. თავშესაფრის ხელმძღვანელი დეკანოზი იოანე ბარამიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი კლინიკაში, ნაწილი კი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. თავშესაფარში ამჟამად 90 ბინადარი იმყოფება. დეკანოზი ამბობს, რომ სჭირდებათ მოხალისეები, რომლებიც დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების მოვლაში დაეხმარებიან. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია, რადგან თავშესაფარი 2 სექტემბრიდან კარანტინშია. აჭარაში დღეს მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 225-ით გაიზარდა . საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი.