შერიგების ახალი მინისტრი: გამყოფ ზოლთან ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ფოტო და ვიდეო მასალა უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. "სამწუხაროდ, ომის შემდგომაც არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელთა ხსოვნას ძალიან დიდ პატივს მივაგებ დღეს. ასევე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მიმდინარეობს კვლავაც ომით დაშორიშორებული საზოგადოების იზოლაცია და გახლეჩა", - თქვა მან. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საოკუპაციო ძალები თითქმის ყოველდღიურად აგრძელებენ საოკუპაციო ზოლის გავლებას. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორი 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30771631.html #ახალი_ამბები #twitter