10 წლის მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა
Batumi Daily
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი დაკვირვების ქვეშაა.
პირველი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 10 წლის მოზარდია. ის ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მეორე ინფიცირებული კი სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოში ვირუსი დაუდგინდა.
კორონავირუსით დაინფიცირების შესაძლო მესამე შემთხვევა კი არ დადასტურდა. პაციენტი ხულოდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, თუმცა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ამ დროისთვის საქართველოში უკვე 117 შემთხვევაა დაფიქსირებული.