ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, მობილიზებულია სპეცილაური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
'შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ.დიზი) მონაკვეთზე, ჩამოსულია მეწყერი რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდიანრეობს გაწმედნითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება'-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარატმენტში.