ვინ არის ბელარუსული ოპოზიციის ახალი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია?

Interworld

14 ივლისს, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისია 9 აგვისტოს (უკვე ჩატარებულ) საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. ბელარუსის მომავალი ლიდერის „სავარძლის დაკავებაზე „პრეტენზია“, ამჟამინდელ პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოსთან ერთად, ინგლისური ენის ყოფილმა პედაგოგმა, მანამდე ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების არმქონე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოთქვა. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 37 წლის ტიხანოვსკაიამ მუქარის შემცველი წერილები მიიღო, რის გამოც მას შვილების საზღვარგარეთ გაყვანა მოუხდა. აღნიშნულს მოჰყვა მისი მეუღლის, პოპულარული Youtube-ბლოგერის სერგეი ტიხანოვსკის დაკავება, რომელიც ასევე საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებას გეგმავდა. რაც შემდეგ მოხდა, არც თავად ტიხანოვსკაია, არც ბელარუსის ხელისუფლება და არც ბელარუსულ პოლიტიკაში ჩახედული ადამიანები წარმოიდგენდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, ტიხანოვსკაიამ ქვეყნის მასშტაბით მისი მხარდამჭერი საზოგადოების უდიდესი მასების გამოყვანა შეძლო - 30 ივლისს, დედაქალაქ მინსკში გამართულ აქციას 63 000 ადამიანი დაესწრო. ათასობით ადამიანი მონაწილეობდა სხვა დიდ ქალაქებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებშიც. როგორც აღმოჩნდა, ლუკაშენკოს 26 წლიანი მმართველობისთვის ტიხანოვსკაიას პერსონა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა გამოდგა. „მესამე ძალა“ მანამდე გამოუცდელი ტიხანოვსკაიას გარდასახვა პოპულარულ ოპოზიციურ კანდიდატად საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა, რაც რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა. ადგილობრივი ხელისუფლება მას პოლიტიკურ საფრთხედ ვერ აღიქვამდა და თვლიდა, რომ მასზე ზეწოლის მოხდენა დროის ნებისმიერ მონაკვეთში იქნებოდა შესაძლებელი. ამ არასწორი გათვლის ერთ-ერთი მიზეზი ლუკაშენკოს პატრიარქალური, რეტროგრადული შეხედულებები იყო მდედრობით სქესთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ მაისში, ლუკაშენკომ დარწმუნებით განაცხადა, რომ ბელარუსის შემდეგი პრეზიდენტი „მამაკაცი“ იქნებოდა. ტიხანოვსკაიას საარჩევნო კამპანიას შეუერთდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი (დისკვალიფიცირებული) კანდიდატის ვიქტორ ბაბარიკოს კამპანიის ხელმძღვანელი მარია კოლეშნიკოვა და მეორე ოპოზიციონერი (ასევე დისკვალიფიცირებული) კანდიდატის ვალერი ცეპკალოს მეუღლე ვერონიკა, რომელიც საორგანიზაციო და ლოგისტიკურ დახმარებას უწევდა მას. ზემოხსენებული სამი პიროვნება ერთად გამოჩნდა საარჩევნო კამპანიის პლაკატებსა და საპროტესტო აქციებზე, რაც ლუკაშენკოს მანამდე გამოთქმული მოსაზრებებისთვის გამოწვევა აღმოჩნდა. ახალმა ძალამ, მანამდე არსებული „ოპოზიციისთვის“ დამახასიათებელი მოძველებული პოლიტიკური მოთხოვნები და ნაციონალისტური ლოზუნგები, ქვეყნისთვის უფრო პოზიტიური ხედვით ჩაანაცვლეს. ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან ტიხანოვსკაიას მიმართ მზარდი მხარდაჭერა, ლუკაშენკოს მიერ განხორციელებულმა არასწორმა ეკონომიკურმა მართვამ და კორონავირუსული პანდემიის პროცესში არასათანადო საინფორმაციო პოლიტიკამ გამოიწვია. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Belarus #opposition #leader #elections #who #is #the #woman #challenging #Lukashenko #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა