„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე თქმით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რაც ასეთი შემთხვევებისთვის დადგენილი პროტოკოლით არის გათვალისწინებული.
„დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მიმდინარეობს ოფისის თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპისთვის, ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია“- აცხადებენ მმართველი პარტიის პრესსამსახურში.