გორში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - "ხელოვნება საზღვრების გარეშე" ტარდება

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ტარდება, რომელიც პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროსა და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის დაფინანსებით - ფონდ ,,კულტურული კვანძების“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტს, შიდა ქართლში, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება ახორციელებს, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას გორის მუნიციპალიტეტის მერია უწევს. პროექტის ფარგლებში რეგიონში იმყოფებიან პოლონელი რეჟისორები და ექსპერტები, რომლებიც ჰიბრიდულად ახორციელებენ ფესტივალის საგანმანათლებლო აქტივობებს - ონლაინ პლატფორმითა და ფიზიკურ გარემოში მუშაობის კუთხით. ,,გორელი ახალგაზრდები გადიან ტრენინგებსა და მასტერკლასებს - სამსახიობო ხელოვნებაში, ჩრდილების თეატრის დადგმაში, ქუჩის პერფორმანსების მოწყობა და ასევე 19 ნოემბრიდან ტარდება საჯარო ლექციები ,,ქუჩის პერფორმანსების გავლენა დემოკრატიაზე“, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ ონლაინ პლატფორმების საშუალებით." - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები. ონლაინ ლექციებში ჩასართავი ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Art without Border/ხელოვნება საზღვრების გარეშე) ან საიტზე www.artwithoutborder.pl ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ხელოვნება #საზოგადოება #გორი #goridailily წყარო: qartli.ge