ბულგარეთის პრემიერი ახალი კონსტიტუციის მიღებისკენ მოწოდებით გამოდის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მისი გადაგომის მოთხოვნით ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი გამოდის მოწოდებით,  მოიწვიონ დიდი ეროვნული კრება ახალი კონსტიტუციის განხილვის და მიღების მიზნით.  „დროა არა მხოლოდ შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა, არამედ ქვეყანა ახლიდან ამოქმედდეს“, განაცხადა ბორისოვმა სატელევიზიო მიმართვაში 14 აგვისტოს და აღნიშნა, რომ მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს „სხვა ისტორიულ პერიოდში და განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში“. ბორისოვმა მზადყოფნა გამოთქვა გადადგეს, როცა პარლამენტი ახალი არჩევნების ვადას დანიშნავს. ახლა არჩევნები დანიშნულია გაისად მარტისთვის. ბორისოვის თანხმად, მან და მისმა, მმართველმა პარტიამ, „მოქალაქენი ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“, უკვე შექმნა კონსტიტუციის პროექტი, რომლის თანახმად, პარლამენტში შემცირდება დეპუტატების რაოდენობა 240-დან 120-მდე, მოხდება სასამართლო სისტემის გარდაქმნა, რათა ის დამოუკიდებელ გახდეს, ასევე გაძლიერდება პროკურორების და მოსამართლეების პასუხიმგებლობა. პარლამენტის ორი მესამედია საჭირო, რათა მოწვეულ იქნეს დიდი ეროვნული კრება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30784140.html #ახალი_ამბები #twitter