ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 4 მილიონზე მეტი ადამიანი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, 7-13 დეკემბერს მსოფლიოში აღირიცხა კორონავირუსის 4 329 927 შემთხვევა, რაც წინა ერთი კვირის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. გასულ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 75 038 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემია ყველაზე მძიმე ტვირთად აწევს ევროპას და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას და მათზე მოდის მსოფლიოში აღრიცხული, ინფიცირების ახალი შემთხვევების 85% და გარდაცვალების 86%. ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფ worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 73 მილიონზე მეტი ადამიანი და 1.6 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31003151.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები