Bloomberg: ჰონგ-კონგი ვირუსის მორიგი აფეთქებისათვის მზად არ არის
Headline
ჰონგ-კონგში ამჟამად კორონავირუსის გავრცელების მხრივ უმძიმესი სიტუაციაა, თუმცა ქალაქი ამისათვის მზად არ არის.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქალაქში ინფიცირების რიცხვი 600 ადამიანით გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობის წყარო უცნობია. სამშაბათს ჰონგ-კონგში 58 ახალი შიდა გადაცემის ფაქტი დადასტურდა, აქედან 24-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
აღსანიშნავია, რომ იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით, სადაც ვირუსით ძირითადად ახალგაზრდა ადამიანები ინფიცირდებიან, ჰონგ-კონგში კოვიდ-19-ის ახალი ტალღა მაღალ ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული. ამის გამო შემთხვევების დიდი ნაწილი კრიტიკულია. ვირუსის გავრცელების საშუალო ასაკი 55 წელია.
ამჟამად მთავრობა ცდილობს საკარანტინო სივრცეებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის შენობების მობილიზებას. მიუხედავად ამისა ქალაქი ვირუსის მორიგ აფეთქებას მოუმზადებელი ხვდება, რადგანაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება და შესაბამისი სივრცეების მოძიება დროსთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგში ვირუსის 2,019 შემთხვევაა დაფიქსირებული, ქალაქის ჯანდაცვის სისტემა უკვე ძალიან გადატვირთულია. სიტუაცია კრიტიკულია, რადგან საავადმყოფოების 80% უკვე პაციენტებით არის სავსე.
ვირუსის გავრცელება ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში ამჟამად უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქში ვერ ხერხდება სწრაფი, მასობრივი ტესტირების ჩატარება. ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ სწორედ ამ სტრატეგიას მიმართეს ვირუსის ახალ აფეთქებასთან ბრძოლის პროცესში. ჰონგ-კონგს ყოველდღიურად მხოლოდ 10 000 ტესტის ჩატარების საშუალება აქვს. შედარებისათვის, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, რომლის მოსახლეობა ჰონგ-კონგის მოსახლეობაზე 5-ჯერ მცირეა, ყოველდრიურად 20 000 ადამიანს უტარდება ტესტი კორონა ვირუსზე.
სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
#headline
#coronavirus
#HongKong
#კორონავირუსი
#ჰონგ
-კონგი
#ახალიამბები