გორის სამ სოფელში 80-მდე პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142586 გორის სამ სოფელში - თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრები 80-მდე პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 23 ადამიანის ნიმუში გაიგზავნა - მათ იმ პირებთან ჰქონდათ კონტაქტი, რომლებსაც COVID-19 ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედოთ. ჩაიკეტება თუ არა სოფლები - შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რისკების შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული.