სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება
Headline
დღეს, 14 მაისს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. აქამდე არსებული მოცემულობით, 16 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას ვადა დღეს, 14 მაისს (17:00 სთ-ზე) გასდიოდა და 30 დღით გახანგრძლივების შემდეგ ის 13 ივნისს (17:00 სთ-ზე) დასრულდება.
მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კორონავირუსული პანდემია კვლავ უქმნის ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს, რაც უფრო ფართო ჭრილში არღვევს ადამიანთა ნორმალური ცხოვრების დღისწესრიგს და ამასთან, ჯერჯერობით ვერ ხერხდება COVID-19-ით ინფიცირების შემცირება.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, აქამდე არსებულმა თვითიზოლაციისა და საგანგებო მდგოამარეობის რეჟიმმა ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები 5-ჯერ გაზარდა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#Armenia
#restrictions
#emergency
#state
#headline