ქუთაისის კლინიკაში ინფიცირებულ ქალს ტყუპი ვაჟები შეეძინა.
Kutaisi Daily
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟები.
“თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩვენებით ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,”-ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #ტყუპები #კორონავირუსი #kutaisidaily
topnews