ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა აქცია გამართეს. ესმათი რიგით მე-7 აქციაა. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერ საავტომობილო მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი 'ქართული ოცნების' ოფისთან შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და პოლიტიკური მოძრაობა'ტრიბუნას' ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გუშინ დახურულ კარს მიღმა ისინიაჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. მათივე თქმით, ჯაბა ფუტკარაძე მათ ბანკებთან რესტრუქტურიზაციის პროცესში დახმარებას დაჰპირებდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით შარშან 'გავრილოვის ღამის', წელს კი პანდემიის გამო სეზონი ჩაუვარდათ. ბანკებთან არსებული ვალდებულებების გამო ისინი საცხოვრებელ ფართებს კარგავენ.
აქციის მონაწილეები სახელმწიფოს ბანკებთან შუამდგომლობას, ერთი წლით გამოტანილი თანხის გადავადებას, საპროცენტო განაკვეთის კი სრულ სუბსიდირებას თხოვენ.