ლერი სულაბერიძისთვის უცნობია, ვინ და რატომ ესროლა მის ავტომობილს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ლერი სულაბერიძე აცხადებს, რომ არ იცნობს პირს, რომელმაც მის ავტომობილს ესროლა.
მომხდარი ფაქტის შესახებ მედიასთან კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ არ იცის, უკავშირდება თუ არა გასროლა „დინამოს“ საქმეს:
„რაღაც გვარი და სახელი მითხრეს, რომელიც ვერც დავიმახსოვრე. არ ვიცნობ, გვარი და სახელიც არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ“, - უთხრა ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, 28 ივლისის ღამით წყნეთის გზაზე სახლისკენ მიმავალ მის ავტომობილს უკნიდან წამოეწია მუქი ფერის ავტომობილი, რომლიდანაც მას ესროლეს. ნოე სულაბერიძე ამბობს, რომ არც ავტომობილის იდენტიფიცირება შეუძლია.
თავის მხრივ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განმარტა, რომ საქმის მასალებზე წვდომა მას ჯერჯერობით არ აქვს, რადგან ნოე სულაბერიძეს ჯერ არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. მისთვის უცნობია ასევე ფიგურირებს თუ არა საქმეში ვიდეოჩანაწერი.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე წუხელ ესროლეს.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება). საქმეზე ამ დროისათვის დაკავებულია 1 პირი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30755082.html
#ახალი_ამბები
#twitter