მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142393# მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა სამ მილიონ ასი ათასს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, დღემდე ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 3 116 680 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელება დღემდე 928 712-მა ადამიანმ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს უკვე 217 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია. ევროპის მასშტაბით კი, ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა, დაინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა კი, ესპანეთში დადასტურდა.