მკვლელობა კასპში

Gori Daily

კასპში მამაკაცი მოკლეს. ის ქარელის მუნიციპალიტეტიდან ჩავიდა, სადაც ხელოსანთან მანქანა ჰქონდა დატოვებული. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ხელოსანსა და კლიენტს შორის მოხდა. გარდაიცვალა მანქანის პატრონი. დაპირისპირებას შეესწრო 71-წლის კაცი, რომელიც სროლისას დაიჭრა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სამი - განზრახ მკვლელობის, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო. ,,შს სამინისტრომ, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.ნ. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #მკვლელობა #კრიმინალი #goridaily წყარო - qartli.ge