შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა

Tbilisi Daily

შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. სამივე ახალგაზრდა ქალი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმების განცხადებით, დინამიკა პროგრესირებს და მათ ნაწილობრივ დამოუკიდებლად სუნთქვაც შეუძლიათ. 23 აგვისტოს შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.