მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია - თენგიზ ცერცვაძე

Tbilisi Daily

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ადამიანებს მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია. მისი თქმით, მოქალაქეები ერთმანეთის გვერდით უნდა დადგნენ, რათა არ შეიქმნას ვირუსის ფართო გავრცელების რისკები და ეპიდემიას არ მიეცეს აღმავალი მიმართულება. „მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდზე, ჩავჭიდოთ ხელები, მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება“,- განაცხადა ცერცვაძემ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა, მათგან 114 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. #კოჰაბიტაცია #კორონავირუსი #თენგიზცერცვაძე #tbilisidaily