ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი გაყიდა

Pirveliradio Ge

2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მეათე სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 289 650 000 დოლარი გაყიდა.