ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კომენდანტის საათი დაწესდა

Tbilisi Daily

COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების გამო ესპანეთის მთელს ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი დაწესდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. მოსახლეობას სახლიდან გასვლა 23:00 საათიდან 06:00 საათამდე ეკრძალება. ამასთან, ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონებს შორის მიმოსვლის შეზღუდვის უფლებაც აქვს. სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტს სთხოვს ახალი წესები 15 დღიდან 6 თვემდე გაგრძელდება. „ახლა ექსტრემალურ ვითარებაში ვართ. ეს ყველაზე სერიოზული ვითარებაა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა. ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 35 ათასს მიუახლოვდა.