ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

Headline

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვალერი ევდოკიმოვი გაათავისუფლა და მის მაგივრად აღნიშნულ პოსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი კონტრადიუკი დანიშნა. „ვალერი ვიტალის ძე კონტრადიუკი დაინიშნოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად“, - ნათქვამია ზელენსკის ბრძანებულების ტექსტში, რომელიც უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კონტრადიუკს გენერალ-ლეიტენანტის წოდება აქვს. 2014-2015 წლებში იგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2015 წელს იგი დაინიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარო სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსად. 2016-2019 წლებში იყო უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. Ukraine Zelensky intelligence new chief headline