თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში,  კეკელიძის #1-ში საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. ინფორმაცია მედიას აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, პაატა შამუგიამ ამ ბინასთან მიაწოდა. "აღსრულების პოლიციამ დღეს უკვე მეორედ ისარგებლა სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონით, რომელი პოლიციას უფლებას აძლევს განსაზღვრული შემთხვევების დროს გადადოს გამოსახლების პროცესი. დღეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გამოსახლების პროცესი გადაიდო... აღსრულების პოლიცია ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, უნდა შესრულდეს ეს ვალდებულება უახლოეს პერიოდში", - თქვა მან. მანვე აღნიშნა, რომ აღსრულების, გამოსახლების პროცესის გადადება პოლიციას მხოლოდ ორჯერ შეუძლია: "ჩვენ გამოსხლების პროცესის გადადება შეგვიძლია ორჯერ. ერთხელ ეს უკვე გამოვიყენეთ ორი წლის წინ, მეორედ დღეს გამოვიყენეთ". აღსრულების პოლიციამ კეკელიძის #1-დან ოჯახის გამოსახლება დღეს, 17 ივნისის დილით დაიწყო - ამ დროს კორპუსთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები, რომელბიც ეწინააღმდეგებოდნენ იმ ოჯახის გამოსახლებას, რომელშიც სამი თვის ბავში იყო. გადაიკეტა გზაც. "აქ მევახშე ასახლებს 3 თვის ბავშვს", - ამ შინაარსის წარწერა გამოაკრეს მათ იმ ბინაზე, რომლიდანაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ. ოჯახის მოთხოვნაა, მისცენ დრო. როგორც მისი ერთ-ერთი წევრი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უყვება, ამ ბინით ერთ-ერთ ბანკში 2008 წელს იპოთეკური სესხი აიღეს, 2013 წლამდე იხდიდნენ თანხას, თუმცა მოგვიანებით ბანკის თანამშრომლებმა ურჩიეს, რომ კერძო მევახშესთან გაეგრძელებინათ თანამშრომლობა, პრობლემებიც მევახშესთან სესხის აღების შემდეგ დაიწყო და სწორედ მისი მოთხოვნით გაუყიდეს ბინა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31902900.html

Source: radiotavisupleba.ge