კორონავირუსის შეზღუდვების გამო, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე ასობით ჰასიდი მომლოცველია შეჩერებული

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ბრესლოვის ჰასიდთა მოძრაობის 700-მდე მიმდევარია გაჩერებული, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შემოღებული იმ ზომების გამო, რომლებიც უცხოელებს უზღუდავს უკრაინაში შესვლას. მომლოცველები ცდილობენ ჩავიდნენ ცენტრალური უკრაინის ქალაქ უმანში, ებრაული ახალი წლის აღნიშვნის მიზნით.   ბელარუსის ხელისუფლებამ 15 სექტემბერს გამოაცხადა, რომ იმ 734 მომლოცველში, რომლებიც რამდენიმე დღეა კარავში არიან დაბინავებული, 100-ზე მეტი ბავშვია. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ თავის მთავრობას დაავალა მოლაპარაკება გამართოს უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მან მომლოცველებს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს. თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იევჰენ იენინმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე "ვითარება არ იძლევა საშუალებას ქვეყანაში შემოვუშვათ უფრო მეტი [მომლოცველი], კონკრეტულად ისინი, ვინც ბელარუსის საზღვართან არიან შეჩერებული". იენინის თქმით, უკრაინის, ბელარუსიის და ისრაელის ხელისუფლებებმა უზრუნველჰყვეს საზღვარზე დარჩენილი მომლოცველებისთვის კოშერული საკვების და სასმელის მიწოდება.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30841729.html #ახალი_ამბები #twitter