დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა

Tbilisi Daily

ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ 94 წლის იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა. მონარქის პატივსაცემად ბუკინგემის სასახლესთან ტრადიციული აღლუმი არ გამართულა. არსებული ინფორმაციით, ის დაბადების დღეს უინძორების სასახლეში მეუღლესთან ერთად შეხვდა, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დაბადების დღე ბრიტანეთის დედოფალს 21 აპრილს აქვს. თუმცა საჯაროდ ის იუბილეს ივნისის მეორე შაბათ დღეს აღნიშნავს.