კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიდან 342 - აჭარაში, 277 - თბილისში, 198 - იმერეთში დაფიქსირდა
Tbilisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული საავადმყოფოს ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიდან 342 აჭარაში დაფიქსირდა, 277 კი თბილისში. მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
„ აჭარაში-342 ახალი შემთხვევაა, თბილისში-277, იმერეთში-198, სამეგრელო ზემო სვანეთში-22, გურიაში-11, შიდა ქართლში-12, ქვემო ქართლი-3, მცხეთა-მთიანეთში-10, კახეთში-7, სამცხე-ჯავახეთში არის-3, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-2 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.