ილჰამ ალიევმა დემობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
Tbilisi Daily
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 28 სექტემბრის ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, დემობილიზაციის პროცესი ეტაპობრივად, 2020 წლის 25 დეკემბრიდან 2021 წლის 15 აპრილამდე განხორციელდება.