COVID 19 -ის მორიგი ანტირეკორდი აშშ-ში

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 63 643 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ეს პანდემიის დაწყებიდან ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში. აშშ-ში ინფიცირებულების რაოდენობამ უკვე 3 184 722-ს მიაღწია. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს კიდევ 774 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 134 097-მდე გაიზარდა.