ყირიმში ნიკარაგუა წარმომადგენლობას ხსნის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ პირველად იქ გაიხსნება უცხოეთის სახელმწიფოს პირველი წარმომადგენლობა - ნიკარაგუის საპატიო საკონსულო. ამის თაობაზე რუსეთის სააგენტო ტასს-ი იტყობინება ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის, გეორგი მურადოვის ნათქვამზე დაყრდნობით. ცნობით, ნიკარაგუის ელჩი უკვე ჩავიდა ნახევარკუნძულზე ვიზიტად.
წარმომადგენლობა 10 ნოემბერს იხსნება. საპატიო კონსულად დანიშნულია ვლადიმირ პუტინის ყოფილი წარმომადგენელი ოლეგ ბალავენცევი. თანამდებობა მას დიპლომატიურ იმუნიტეტს მიანიჭებს. უკრაინაში ბალავენცევს დაუსწრებლად მიუსაჯეს 13-წლიანი პატიმრობა ყირიმის ანექსიაში მონაწილეობის მისაღებად.
კიევმა აგვისტოში გაუგზავნა საპროტესტო ნოტა ნიკარაგუას საკონსულოს გახსნის თაობაზე. მაშინ ცენტრალური ამერიკის ქვეყანას სანქციებით დაემუქრნენ. 6 ნოემბერს უკრაინის მთავრობა გამოვიდა წინადადებით უშიშროების საბჭოში, ნიკარაგუისთვის სანქციების დაწესების შესახებ. სანქციები შესაბამისმა უწყებებმა და შემდეგ, პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცონ.
ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ მოხდა იქ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ 2014 წელს. ის უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა მას მერე, რაც ძირითადი ობიექტები რუსეთის ჯარს ჰქონდა დაკავებული. უკრაინამ და მსოფლოს ქვეყნების უმეტესობამ რეფერენდუმს და მის შედეგებს არ აღიარებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30940341.html
#ახალი_ამბები
#twitter