აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 42 ადამიანი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 142 323 - მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 593 -ს მიაღწია.
ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დღემდე 85 980 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 54 750 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.