დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე პასუხი უნდა აგოს პრეზიდენტმა და მთავრობამ - გოცირიძე
Pirveliradio Ge
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გარეჯში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და მთავრობას ეკისრება, თუმცა მისივე თქმით, თავშეკავება აზერბაიჯანულ მხარესაც მართებს.
„დავით გარეჯში არის ძალიან მძიმე ვითარება, გაცილებით უარესი ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ და ამას საფუძველი დაუდო საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლობა ქმედებებმა და განცხადებები. შექმნილ ვითარებაში პასუხი უნდა აგოს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და მთავრობამ. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულ მხარესაც მართებს თავშეკავება და გარეჯის საკითხი უნდა იყოს გადაჭრილი ობიექტურად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.